გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: შეფასების ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არჩევნებია, რომლის შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დავინახეთ

21-05-2019

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე NDI-ის კვლევებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შესაფასებლად ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები და მისი შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის ბოლომდე წარმატებულია, სანამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე.

რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციოლოგიური კვლევები; ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო რამდენიმე რეგიონში და შედეგი ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დავინახეთ“ - განაცხადა პრემიერმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31