გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: აშშ-ს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

23-05-2019

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტი საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. 

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არის ძალიან მკაფიო გზავნილები იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება რუსულ ოკუპაციას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ძალიან მკაფიო გზავნილები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და დაიწყებს არალეგალურ საქმიანობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031