გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცქიტიშვილი დავით გარეჯზე: ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება საპირისპირო მხრიდანაც გამოიწვიოს ემოციური ტალღა

28-05-2019

"როდესაც არის პროვოკაციები და მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განუცხადა.


პარლამენტის წევრის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ იგულისხმებოდა საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენებ იმ “სხვა ძალაში“, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს. ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონსენსუსი შედგება.


“მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ მშვიდ გარემოში განაგრძოს მუშაობა. კომისიამ უნდა დაასრულოს საკითხები. ის ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ჩვენს ინტერესშია. ზედმეტმა ემოციებმა პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. ზედმეტმა ემოციებმა შეიძლება საპირისპირო მხრიდანაც გამოიწვიოს ემოციური ტალღა. ეს არ არის სასარგებლო არც ორმხრივი ურთიერთობისთვის, არც პრობლემის გადასაწყვეტად, არც საბოლოო პოზიტიური შედეგის დასადგომად. ყველას მოვუწოდებ ემოციებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031