გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: დავით გარეჯთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციის ნაწილია

29-05-2019

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ამ უკანასკნელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შუამავალი გახდეს. 

„ჩემთვის სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი მაშინ დასრულდა, როცა მან რეალურად დიქტატურა ჩამოაყალიბა. ჩემთვის ის, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, რადგან მან, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ჩემთვის ის არის ჩამოყალიბებული, საერთაშორისო დონის ავანტიურისტი და მისი ეს განცხადებაც არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი. არ მგონია, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ასეთი განცხადებების მოსმენას ან კომენტარს“-განაცხადა სესიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930