გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარლო კოპალიანი: უკრაინაში დაკავებულ ზონდერს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება

31-05-2019

“კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება”, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავებას.


„მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ამ დარბაზში ხდება. იქნებ ვინმეს დაავიწყდა როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ლაპარაკობს, როდესაც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო.


თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და ეს გასაკვირი არაა. ძალადობაზე ნუ საუბრობთ. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ. კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31