გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჩიძე: პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ამაზრზენია

3-06-2019

ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას - ზაზა სარალიძე.
რაც შეეხება განაჩენის შეფასებას, ეს არც პარლამენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება. შესაძლებელია რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია და ვისაც ეს ფრაზა ეხება, ძალიან კარგად იცის. ამიტომ თავი შეიკავონ, მათთვის ჯობია.
ყველა ხედავს რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება“- წერს გია გაბრიჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930