გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: არავითარი ოქროს ან პლატინის სია ვერ გამოაჯანსაღებს ეკონომიკას თუ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი არ იქნება თანაბარ პირობებში ჩაყენებული

6-06-2019

"მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის საფუძველია. მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება არის მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი" - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით, რამდენიმე ასეული კომპანია ქმნის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარს, და ეს არ არის სწორი.

"ათწლეულების განმავლობაში მსხვილი ბიზნესის ცალსახა წახალისებამ თვითნებობაზე მოგვიტანა სწორედ ეს მახინჯი სისტემა, სადაც რამდენიმე ასეული კომპანია ქმნის ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარს და სახელმწიფო ხდება ამ კომპანიების "ტყვე".

არავითარი ოქროს ან პლატინის სია ვერ გამოაჯანსაღებს ეკონომიკას და მითუმეტეს ვერ გაზრდის ინკლუზიურობას, თუ მცირე და საშუალო ბიზნესი არ იქნება იგივე პირობებში ჩაყენებული, როგორშიც არის მსხვილი ბიზნესი.

SME საქართველოს მომავალია " - წერს ვახტანგ ჭარაია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31