გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მაგთიფიქსის აბონენტებისთვის სერვისის შესაძლო გაუქმება სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს

11-06-2019

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე მაგთიფიქსის აბონენტთათვის სერვისის შესაძლო გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

„მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის სერვისის შესაძლო გაუქმება არა მხოლოდ მაღალმთლიან, ძნელადმისადგომ ადგილებში, კონფლიქტის ზონაში სადერმარკაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, ფაქტიურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომუნიკაციის ამ არხის ამოვარდნა უსაფრთხოების ფაქტორს უკავშირდება და ვისაც ესმის ეს საკითხი ალბათ დეტალური ახსნა არ სჭირდება. გასაგებია რომ კერძო კომპანიაა და თავის ინტერსები აქვს, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს. მოულოდნელად,

იმედია ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია“, რომელიც ხშირად ამაყობს მისი სოციალური პროგრამებით მონახავს ოპტიმალურ გამოსავალს. თუ არა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რამე ალტერნატივაზე და რაც შეიძლება სწრაფად”- წერს ზაალ ანჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930