გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ს საელჩო სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

13-06-2019

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.


სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930