გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მექსიკაში ფრიდა კალოს ერთადერთი აუდიოჩანაწერს მიაკვლიეს

13-06-2019

მექსიკის ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი აღმოაჩინა. 


გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკელი მხატვარი რადიო გადაცემა El Bachiller-ში იყო მიწვეული და ჩანაწერში, ის მეუღლეზე, ასევე მხატვარ დიეგო რივერაზე საუბრობს.


როგორც მექსიკის ხმის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი პაველ გრანადო ამბობს, ვიზიტორები ყველაზე ხშირად ფრიდა კალოს ხმის ჩანაწერს კითხულობდნენ, ამიტომ მისი ძიება არასოდეს შეუწყვეტიათ.


Guardian-ის ინფორმაციით, უცნობია ჩანაწერის ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ ის 1953 ან 1954 წელსაა გაკეთებული.





https://www.marketer.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930