გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ

16-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.


კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.


წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30