გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია

21-06-2019

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი და სუპერმეგასლეობა. ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“ - წერს დავით ზურაბიშვილი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარტლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930