გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი - გუშინ კვლავ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება

21-06-2019

„ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება, რისი მცდელობაც ხშირად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გასულ ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.


„პირველ რიგში, უკიდურესად სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ გუშინდელი მოვლენების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები, დაშავდნენ ჩვენი სამართალდამცველები და დაშავდა ჩვენი საერთო სამშობლო. ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მეორე, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია.
გუშინ ისიც კვლავ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება, რისი მცდელობაც ხშირად „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.




https://www.interpressnews.ge/ka/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30