გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

21-06-2019

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სხდომაზე შეაფასეს საქართველოში გამართული საპროტესტო აქცია.


მისი თქმით, „ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილი რუსოფობიური პროვოკაცია“ რუსი პარლამენტარების მიმართ უშიშროების საბჭოს მიერ შეფასდა როგორც „ძალიან საშიში გამოვლინება“.


პესკოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს დაევალა ტურისტების გაფრთხილება საქართველოში შესაძლო საშიშროების თაობაზე.





https://www.interpressnews.ge/ka/




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30