გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო კასრაძე: ახალი საქართველო ახლა იბადება - უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა

23-06-2019

მსახიობი ნინო კასრაზე რეჟისორ რობერტ სტურუას პასუხობს და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ პოსტს ავრცელებს.


"ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები ,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის...პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა",- წერს კასრაძე.


"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“ - ამ შინაარსის სტატუსით გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურია თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. ქართველი რეჟისორის ეს განცხადება აქტიურად გაავრცელეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.




https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930