გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა

26-06-2019

გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.


ამის შესახებ მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს.


"მეტი სიმახინჯე ფოტო ვერ გადავიღე ფოთიშით ფოთიშით კამერა გადაფრუნდა;დდდ
მოკლედ,წავედით მე და ჩიემი თვალუკა იევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით:))
მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები <3
პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა
eye for an eye!!", - წერს მაკო გომური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


20 ივნისს ღამით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.


რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი მოხვდა.


მაკოს ოჯახის განცხადებით, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930