გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა: ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართლი მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა

26-06-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა იმის შესახებ, რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. განსახილველ საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

„ამასთანავე, სახეზე გვაქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი, რაც გულისმხობს საფუძვლიან ეჭვს ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართლი მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ითვალისწინებს სასჯელის უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“. - განახცადა გულუაშვილმა.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველმა გუნდმა 15 - 4- ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებოდა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031