გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრი: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო

28-06-2019

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მედიასთან ისაუბრა თეა წულუკიანმაც.


მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა არ იგეგმება.


"არ არის მთავარი, რა ვიცი მე. გიორგი გახარიას და არც არავის გადადგომა არ იგეგმება.


მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა და მთავრობის გადადგომა, ესენი არიან ისწორედ ის ძალები, რომელთა მიმართაც ჩვენ და თქვენ გვქონდა პროტესტი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


თეა წულუკიანის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო.


"მე ყველა სიტყვას ვზომავ, რადგან მიკავია ის თანამდებობა, რაც მიკავია", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31