გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლია კრიალაშვილი: კოჰაბიტაციამ დაგვღალა, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას 7 წელია ველით

3-07-2019

"7 წელი ჩვენ ველოდებით ამ სამართლის აღდგენას. ჩემი ძმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაცხრილეს ქუჩაში ისე, რომ საბრალდებო დასკვნაც კი არ ყოფილა და განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია. მოუნდა მიშას და თქვა, რომ მიწიდან უნდა ამოიღოს, მერაბიშვილს მოუნდა ორი გვამი და ასე, ქუჩაში გაიმეტეს პატრიოტი კაცი. მე არ ვიტყვი ჩემს ძმაზე არაფერს, ყველამ კარგად იცის ვინ იყო და რა პიროვნება იყო. ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, ამ გაუბედურებულ ხალხზე, ვინც 7 წელი სამართლიანობის აღდგენას ველოდებით. ამათმა კოჰაბიტაციამ დაგვღალა და კიდევ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში მათ, ვისაც არ გვინდა ერთი მუჭა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, თორემ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს. არავის უნდა ის სამოქალაქო ომი და დაპირისპირება“,- განაცხადა ლია კრიალაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930