გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკლ კარპენტერი: არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას

8-07-2019

„არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას” - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა.

კარპენტერი თბილისში მიმდინარე აქციებში ვაშინგტონის ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიის განცხადებას აზრს მოკლებულს უწოდებს. 

„ვაშინგტონში არავის აქვს კავშირი საქართველოში პროტესტთან და არავინ აძლევს მიმართულებას დემონსტრაციებს. ეს სპონტანური პროცესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროტესტით მანიპულაციას და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მე ვიტყოდი, რომ ამის გაკეთებას ყველა პარტია ცდილობს“ - აცხადებს კარპენტერი.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ხალხი, რომელიც თბილისში პარლამენტთან მივიდა, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განაწყენდნენ იმ ფაქტით, რომ რუსი დეპუტატი საუბრობდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930