გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ

9-07-2019

„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალიან დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო.

„მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით. სახელმწიფოს როლი არის ერთადერთი - მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები უზრუნველყოფილი ჰქონდეს ყველას და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930