გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო

9-07-2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.


„მე არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.


ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას.


„დიდი პატივია“, – აღნიშნა პუტინმა.


https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930