გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზილ ჰუდაკი: ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას

11-07-2019

“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.

„საქართველოში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930