გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მათი მხარდაჭერა ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო პრიორიტეტებზე

12-07-2019

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ ფიშერთან, ასევე ესტონეთის და რუმინეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. 

შეხვედრების მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი გავლენა წევრ ქვეყნებზე და ის შედეგები, რომელსაც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია. 

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. 

„ბათუმის კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც შინაარსობრივად, ასევე ყველა იმ სტუმრის გათვალისწინებით, რომელიც ამ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მათი მხარდაჭერა ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031