გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელისო ჯობავა ნიკა გვარამიას: მენანები შვილო ძალიან. რამ გაგაბოროტა, რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა?

16-07-2019

აფხაზეთიდან დევნილი, ელისო ჯობავა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს და 
ეკითხება, თუ რატომ გახდა ასეთი ბოროტი. 

„მივმართავ ცრუ “რუსთავი 2” - ის დირექტორს გვარამიას. ნიკა შვილო! ასეთი დედის შვილი რატომ გახდი ასეთი ბოროტი! (აცხონოს იზო უფალმა). ასეთი არ იყავი სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში. მასწავლებლები ამაყობდნენ შენით! რატომ არცხვენ სკოლას და დედაშენის საფლავს,რომ გიტრიალებენ საფლავში! მენანები შვილო ძალიან. რამ გაგაბოროტა,რა სისხლი გადაგისხეს ნაცებმა! არც დევნილი გეცოდება. შენც ხომ დევნილი ხარ ჩემსავით.შენმა ტელევიზიამ ცრუ ინფორმაცია რომ მიაწოდა ხალხს! ხომ დამინახე ტელევიზიით,რატომ არ შეგიტოკდა გული! მესაფლავედ რომ გამომაცხადეს! დიახ, გახარია ჩემი მინისტრია, ათასჯერ გავიმეორებ! არ გადადგე ბატონო მინისტრო!“, - წერს ელისო ჯობავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ელისო ჯობავა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული, გახარიას მხარდასაჭერი ვიდეორგოლის ერთ - ერთი მონაწილეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031