გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი

18-07-2019

დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ. ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის შესახებ, ასევე დარღვევის ნიშნები არ ყოფილა რაც აღსრულებას შეეხებოდა, შეჩერების მექანიზმი გაუქმებულია და მოხსნილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. რამდენიმე შემთხვევაში მხოლოდ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრია ხოლმე. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930