გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

23-07-2019

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.


დაშავებული ბავშვები რეანიმაციაში არიან მოთავსებული.


რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამთო-სათხილამურო კომპლექს „ხოლდომიში“ ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება საგანგებო სამსახურებმა ადგილობრივი დროით 20:37 საათზე მიიღეს.


ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე 189 ბავშვი იმყოფებოდა. ბანაკში არსებული 26 კარვიდან 20 დაიწვა. დანარჩენი ბავშვები კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.


ამჟამად ბანაკის ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებულია.




https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31