გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საგამომძიებო ორგანოში დაბარება ნორმალური პროცესია

24-07-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მათ საგამომძიებო ორგანოში დაბარება, აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.

ამ პროცესის მიბმა ან თიბისი ბანკთან ან ანაკლიის პროექტთან კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა. მგონი უკვე დროა ყველა მიეჩვიოს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებასა და კანონთან და სამართალთან თანასწორებას", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31