გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექსპერტ - კრიმინალისტებმა გურამიშვილის გამზირზე საგამოძიებო სამუშაოები განაახლეს

25-07-2019

გურამიშვილის 78 ნომერში ექსპერტ - კრიმინალისტებმა საგამოძიებო სამუშაოები განაახლეს. 

დღის მეორე ნახევარში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, შემთხვევის ადგილზე, კვლავ დაბრუნდნენ და შენობაში რამდენიმე საათი მუშაობდნენ. 

მათ პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს მთლიანად კორპუსი და დააფოტოსურათეს პირველი სართული, კორპუსის ლიფტი და თვითონ საცხოვრებელი სახლი. 

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილების ცხედრები, გუშინ ღამით, საცხოვრებელ სახლში, ერთ - ერთი გარდაცვლილის მამამ იპოვა. 

ამ დრომდე შსს- ს მომხდართან დაკავშირებით ოფივიალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 
არაოფიციალური ვერსიით, შესაძლებელია, რომ ერთ - ერთ გარდაცვლილს იარაღი გაუვარდა და მეგობარი შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930