გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ამერიკელმა მოცურავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა და ფელპსის რეკორდი გააუმჯობესა

29-07-2019

სამხრეთ კორეაში დასრულდა ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატი.


უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა 22 წლის ამერიკელი კალებ დრესელი.


ის პირველი მოცურავეა ისტორიაში, ვინც ერთი ჩემპიონატის დროს რვა მედალი მოიპოვა.


წლევანდელ პირველობაზე დრესელმა მოიპოვა ექვსი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი. ასევე ამერიკელმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში.


აქამდე, თავად დრესელს (2017 წელს) და ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს ორჯერ (2007, 2011) ჰქონდათ მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე შვიდ-შვიდი მედალი აღებული.


სერთო ჯამში, დრესელის ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპონატებზე 13 ოქრო და ორი ვერცხლი მოდის. ასევე ამერიკელს ორი ოქრო აქვს მოპოვებული 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.





https://1tv.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930