გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონდმა „ქართუმ“ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დააფინანსა

30-07-2019

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში გააგრძელებს.

პაციენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცილა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა.

საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა. მათგან 10-მა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ხოლო ერთი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება. თითოეული მათგანის საზღვარგარეთ მკურნალობა ფონდმა „ქართუმ“ სრულად დააფინანსა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031