გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე

8-08-2019

"ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემმუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის სახელით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე.


,,სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება უნდა იყოს ერთიანი, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია. ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული და მომავალშიც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ შევინარჩუნებთ მშვიდობას, შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930