გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობა“ დღესაც რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე

8-08-2019

„ნაცმოძრაობა“ დღესაც რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე", - აცხადებს გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


მისი თქმით, რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. მისივე თქმით, დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა.


"ქართული ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პრინციპულია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ის არაა პრინციპული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეფასებაში. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. არსებული დღის წესრიგით შორს ვერ წავალთ - ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი გარეთ რუსეთისგან და შიგნით მოვთხოვთ პასუხი ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს მიშას. მშვიდობიანი მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩართულობით უალტერნატივოა! საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება", - აცხადებს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031