გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ტექნიკური შეფერხების გამო ადგილზე დაგვიანებით ჩავიდა

17-08-2019

დღეს, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა იუწყება.

"„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში, “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდება" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31