გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

18-08-2019

ოკუპანტებმა გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე საქართველოს 7 მოქალაქე ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ახალგაზრდებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ტაძრის მოლოცვა, რის დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისინი დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031