გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ოქიტაშვილი: რეკლამისას ეკა წამალაშვილის ქმარი შემოგვივარდა და ჩემკენ გასარტყმელად იწევდა

22-12-2017

კულტურის პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ის, რაც ეკა წამალაშვილმა გუშინდელი ინციდენტის შესახებ მოყვა სიმართლეს არ შეესაბამება.

ოქოტაშვილის თქმითვე, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში რეკლამის დროს წამალაშვილის ქმარი სტუდიაში შევარდა და მისკენ დასარტყმელად გაიწია. 

„რასაკვირველია ცუდი ფაქტია, რომ ეკა წამალაშვილს მას წყალი შევასხი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემთვის არიან უსქესო ადამიანები და ქალბატონი ეკა ხომ საერთოდ. რეკლამის შუაში მაგისი ქმარი შემოგვივარდა დედის გინებით, იწევდა ჩემკენ გასარტყმელად. ამიტომ ქალბატონმა ეკამ სიმართლე მოყვეს, ჯობია, როდესაც მე და ქალბატონი ხათუნა გამოვცხადდებით საგამოძიებო უწყებაში მოვყვებით რაც ნამდვილად მოხდა, და არა იმას, რაც ქალატონმა ეკამ მოყვა“- განაცხადა ოქიტაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დავით ოქიტაშვილს, ხათუნა ხოფერიასა და ეკა წამალაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი შეწყდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031