გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით გვექნება ახალი ინიციატივები

4-09-2019

მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:

"შემოდგომიდან სახელმძღვანელოების მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები. წელს უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, როგორც ხარისხობრივად, ასევე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ უფრო უკეთესი გვჭირდება. გრიფირებასთან დაკავშირებით გვექნება ახალი ინიციატივები, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს სახელმძღვანელოების ხარისხს. 

ჩვენ მთელი ზაფხული ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ვმუშაობდით გრიფირების ახალ წესზე და ეს ცვლილებები რასაც შემოგთავაზებთ, დადებითად აისახება თითოეული სკოლაზე და თითოეული სახელმძღვანელოს ხარისხზე".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930