გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და ისეთი ინფორმაციის დამახინჯება, რომელიც საჯარო და მარტივად გადასამოწმებელია, სპორტის ახალ სახეობად იქცა

12-09-2019

ნინო წილოსანი განათლების მინიტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის პერიოდში ორი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა.

,,ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და ისეთი ინფორმაციის დამახინჯება, რომელიც საჯარო და მარტივად გადამოწმებადია, როგორც ჩანს, სპორტის ახალ სახეობად იქცა. ,,ამ შეჯიბრში კი ნათლად იკვეთება კონკრეტული ინტერესი - მაქსიმალური ზიანი მიაყენონ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებული არიან. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში კარგ სამიზნედ მიიჩნიეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმების გამტარებელი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის პერიოდში ორი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა. მიხარია, რომ დროული რეაგირება მოახდინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მცდარი ინფორმაცია კატეგორიულად უარყო“,- აცხადებს ნინო წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031