გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

18-09-2019

რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირდა 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი.

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე:www.naec.geდაonline.naec.ge.

2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია,პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები(ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930