გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კობერიძე: არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები ადრე „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ

24-09-2019

„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი, „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ“, - ეს განცხადება პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას გააკეთა.


კობერიძის აზრით, აუცილებლად უნდა დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში.


„პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით, იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს“, - განაცხადა მან.


პარლამენტში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების მოსმენა მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31