გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: „მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს დღეს გაცემული ყველა დაპირების შესრულებას“

26-09-2019


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო.
მინისტრის ინფორმაციით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ თავად მოიძია ინვესტორი. „ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31