გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მირანდა ერემაძე: დღეს სასამართლო სისტემაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვკამათობთ

26-09-2019

„დღეს სასამართლო სისტემაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვკამათობთ“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენაზე.

უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ მას ჰკითხა, რატომ არის სასამართლო სისტემა ყოველთვის ერთსულოვანი?

„იქედან გამომდინარე, თუ რა საჯარო განცხადებები კეთდებოდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, გვიწევდა თავის დაცვა. დღეს არ არის ისეთი ვითარება, რომ არ გვაქვს განსხვავებული პოზიცია, ნამდვილად არსებობს თემები, რომლებზეც არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენ ვმსჯელობთ და ვკამათობთ. ჩვენ შევქმენით ქალ მოსამართლეთა ასოციაცია ასევე იმ მიზნითაც, რომ ვიყოთ კრიტიკულები იმის მიმართ, რაც არის უარყოფითი სასამართლო სისტემაში“ - განაცხადა მირანდა ერემაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031