გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ნიდერლანდებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმატორია, რომელმაც დიდ შედეგებს მიაღწია

5-11-2019

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი გახარიას და მარკ რუტეს მოლაპარაკებისას მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ნიდერლანდების სამეფო მზად არის, საქართველოს გაუზიაროს საკუთარი მნიშვნელოვანი გამოცდილება აგრარულ სფეროში. ნიდერლანდების სამეფო ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის ზრდას და ნებისმიერი სხვა ფორმით ეკონომიკურ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლის იანვარში კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება და საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. დღეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები არის აბსოლუტურად მაღალ ნიშნულზე და პოლიტიკური თანხვედრის ასეთი მაღალი დონე ჩვენს ორ ქვეყანას ჯერჯერობით არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031