გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა ოპოზიციურ სპექტრზე: ჩვენში დიდი განსხვავებაა და ივანიშვილის გაშვების შემდეგ ერთმანეთთან საერთო აღაფერი გვექნება

15-11-2019

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას შემდეგ, "რაც ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გაუშვებენ", ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს ერთმანეთთან საერთო აღარაფერი ექნებათ.

ეს განცხადება უგულავამ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა.

"რომ შევედი ლეიბორისტების ოფისში და დავინახე აბსოლუტურად, დიამეტრალურად, ცა და დედამიწასავით განსხვავებული ადამიანები ერთად, მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანის (ივანიშვილის... რედ.) საქმე წასულია.
არაა დასამალი, დიდი განსხვავებაა ჩვენში და როგორც კი ივანიშვილს გავუშვებთ და პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთ, ჩვენ ისევ, საერთო აღაფერი აღარ გვექნება. მაგრამ ამ მომენტუმმა შექმნა, რომ "აღარ არის გარჩევა ებრაელისა და რომაელისა" აქ ყველანი ვართ ერთი"-განაცხადა უგულავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31