გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხმაური ლანჩხუთში - აქციის მონაწილეები მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს დაუპირისპირდნენ

15-11-2019

დაპირისპირება ლანჩხუთში - აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას ცდილობენ სადაც მათ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს კარზე სტიკერების - "სირცხვილია", "შენ მოგვატყუე"-ს გაკვრას ცდილობენ.

ადგილზე იმყოფება ნინო წილოსანი, რომელსაც აქციის მონაწილეები სთხოვენ განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მან მხარი კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა.

საპროტესტო აქციას ლანჩხუთში რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები, რიგით მოქალაქეებთან ერთად მართავენ.

ადგილზე გურიის სამხარეო პოლიციაა მობილიზებული.

"რუსთავი2"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31