გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა გიგაური “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

19-11-2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წევრების ბერლინში გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.


„ეკა გიგაურის არჩევა უპირველეს ყოვლისა, დიდი პატივი, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ეფექტური საქმიანობისა და წარმატების აღიარებაა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის წევრია 100-ზე მეტ ეროვნულ ბიუროსთან და 30-მდე ინდივიდუალურ წევრთან ერთად.


ამიერიდან, ეკა გიგაური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო დონეზეც იქნება ჩართული! „-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031