გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს

25-11-2019

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნული კანდიდატები უკვე შერჩეულია.

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, პარლამენტს 4 ვიცე-სპიკერი ეყოლება. ესენია: გია ვოლსკი(პირველი ვიცე- სპიკერი), მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, გაგა კახიანი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობაზე, მამუკა მდინარაძის შემცვლელად რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება.

თამარ ხულორდავას ადგილს კი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, დავით სონღულაშვილი დაიკავებს.

სოფიო ქაცარავას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ირაკლი ბერაია შეცვლის.

განათლების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გენადი მარგველაშვილი ჩაანაცვლებს.

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი გახდება, ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო წილოსანის კანდიდატურა განიხილება.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31