გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

16-12-2019

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ.

მათი მოთხოვნაა ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. 

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხყოფა მიაყენა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მას მორალური უფლება არ აქვს, თბილისის საკრებულოში დარჩეს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა საჯარო მოხელემ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930