გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: გაჭირვებაშია კაცობრიობა, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს

19-12-2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანები", – განაცხადა ილია მეორემ.

19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930