გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ჩვენს სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები და დამატებითი შესაძლებლობები რაც საჭიროა" - თამილა ლაფანაშვილი

24-12-2019

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი სახელმწიფოს ნდობას უცხადებს. მისი თქმით, ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად სახელმწიფოს მხრიდან ყველა ბერკეტი და დამატებითი შესაძლებლობა იქნება  გამოყენებული.

"ჩვენს სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები და დამატებითი შესაძლებლობები, რაც საჭიროა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ვაჟა ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ერთადერთი კითხვა, რაც მას დაუსვეს სასამართლოზე, ეს იყო ეთანხმებოდა თუ არა მის ადრე გაჟღერებულ ჩვენებას რაზეც ვაჟა დაეთანხმა,"  - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930